ქუთაისში სკოლაში ჭერი ორპირი ქარის გამო ჩამოინგრა

ქუთაისის ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში, გუშინ, გაკვეთილის მიმდინარეობისას საკლასო ოთახში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. საკლასო ოთახში შემთხვევის დროს 30 მეექვსე კლასელი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ რომ ჭერის ჩამონგრევის მიზეზი ორპირი ქარი იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო კომპანიამ, რომელმაც სკოლის რემონტი 10 თვის წინ ჩაატარა. ამ ეტაპზე სამუშაოთა მწარმოებელს მხოლოდ ჩამონგრეული ჭერის რეაბილიტაცია დაევალა. სასწავლო პროცესი ორშაბათს განახლდება.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ ლევან იზორიას ნეპოტიზმში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია„თამარ ხულორდავასა და სოფიო კილაძის მეუღლეები დროებით მოვალეობის შემსრულებლები არიან“ – თავდაცვის სამინისტრო