მკველელობა ქუთაისში – ჭონის დასახლებაში გუშინ ღამით 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფომრაციით, მკვლელობის მიზეზი მეზობლებს შორის პირადი უთანხმოება გახდა.
მეზობლების განცხადებით, მათ გასროლის ხმა გაიგონეს, თუმცა როგორც ქუთაისის ცენტარლური საავადმყოფოს ექიმმა განაცხადა, მამაკაცი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები.