17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

ქუთაისში, სავარაუდოდ, მიუსაფარი ძაღლები მოწამლეს

ქუთაისში, სავარაუდოდ, ნიკეას ქუჩაზე მიუსაფარი ძაღლები მოწამლეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.

როგორც “ინფო იმერეთს” ადგილობრივებმა განუცხადეს, სხვადასხვა ადგილზე მკვდარი ძაღლები დაინახეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ, მათ ცხოველების ლეში ექსპერტიზაზე წაიღეს და დამატებითი დეტალები სავარაუდოდ, ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

 შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობა გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გარდაიცვალა
შემდეგი სტატიალაშა ფარულავა: პარტია უნდა გადაეწყოს ისე, რომ ნებისმიერ სცენარზე ტრანსფორმირდეს