ქუთაისში სავაჭრო ცენტრი რეგულაციის დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრი 10 000 ლარით დააჯარიმეს.

როგორც სავაჭრო ცენტრში აცხადებენ, შრომის ინსპექციამ მაღაზია „გრანდმოლს“ შენობის შესასვლელებში თერმოსკრინინგის დეტექტორები მოსთხოვა, რაც მათი თქმით, 2 000 ლარი ღირს.

„გრანდმოლის“ ადმინისტრაციის თქმით, მომხმარებლებს სიცხეს უზომავენ, თუმცა ძვირადღირებული დეტექტორების შეძენის საშუალება არ აქვთ.

სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია ჯარიმის გადახდას არ აპირებს, ცენტრის თანამშრომლები კი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე : უდაბნოს მონასტერი თითოეული ჩვენგანის სული და ხორცია
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია : ბინაზე მყოფ ინფიცირებულ პაციენტებს განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდებათ