ქუთაისში საშინელი ამბავი მოხდა, ქალი სადისტმა დაასახიჩრა, დაანაწევრა და მერე სადღაც მიაგდო, მისი ცხედარი სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს

ქუთაისში, ორი დღის წინ, ქალის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, – ამის შესახებ ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ტუკვაძე ამბობს, რომ საქმეს ქუთაისის მთავარი სამმართველო იძიებს, თუმცა რატომღაც ფაქტი არ გახმაურებულა.

„იმედია, დეტალებს სამართალდამცავები დაადგენენ. ქუთაისის მთავარი სამმართველო იძიებს ამ საქმეს და ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა გაიხსნას ეს საშინელი ამბავი. უბედურებაა, ქალი სადისტმა დაასახიჩრა და დაანაწევრა და მერე სადღაც მიაგდო და თვითონ, ალბათ, თავისუფალია. ეს ფაქტი რატომღაც არ გახმაურებულა. ვერ გამიგია, რატომ არ ხდება სასწრაფოდ გამოძიება და დეტალების გარკვევა. ჯობია ასეთი მძიმე დანაშაულები დროულად გამოავლინონ და ამას მიხედონ. რატომ დუმან?“ – განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ შეპარდის ექსტრადირებისთვის ​მადლობას უხდის
შემდეგი სტატიასამეფო ტიტულისთვის ბრძოლის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა