ქუთაისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 15:00 საათის მონაცემებით, 53 977 ამომრჩეველმა მისცა ხმა

ქუთაისში 15:00 საათის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 53 977 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 34,54 პროცენტია. ამის შესახებ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქტივობის აღნიშნული მაჩვენებელი, პირველი ტურის ანალოგიური საათის მონაცემებს, 10 ათასით აჭარბებს.

რაც შეეხება საჩივრებს, 59-ე ოლქში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების მიერ, 11 საჩივარია დაწერილი. საოლქო კომისიის ინფორმაციით, ყველა მათგანი პროცედურულ საკითხებს ეხება.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : მოვუწოდებთ კერძო დამსაქმებლებს, მისცენ თანამშრომლებს შესაძლებლობა, მივიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ საკუთარი ნება
შემდეგი სტატიადათა ვანიშვილს ოკუპანტებმა არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს