ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა 8 ნოემბერს თბილისში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს

ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა თბილისში, 8 ნოემბერს განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს.

მათი თქმით, დაუშვებელია, მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება, რაც გუშინ მოხდა.

“ხელისუფლებას არ აქვს უფლება გამოიყენოს დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა, რასაც ხშირი სახე აქვს ბოლო პერიოდში. მსგავსი რამ მოხდა გუშინ, რამაც გამოიწვია პროტესტი. მოვაწყვეთ პერფორმანსი, რომლის სიმბოლოც არის ქოლგა. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი და ამ ფაქტის საპირისპიროდ გავშალეთ ქოლგები, რადგან წყლისგან გვიცავს ქოლგა და ეს ქოლგა არის სამართლიანი არჩევნები, პროტესტი და სხვა ფუნდამენტური ღირებულებები”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი – გუშინ ძალადობა დაიწყო პოლიციამ, ჩვენ, პოლიტიკურმა ლიდერებმა ძლივს გავაჩერეთ ხალხი, ზოგი არმატურას ისროდა, ზოგი ქვას
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი: ხელისუფლება, რომელსაც ასე სძულს ხალხი, დიდი ხანი ვერ დარჩება