ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს მგზავრების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში, სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულები არიან მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
















