ქუთაისში ქმარმა ცოლი დაჭრა

ქუთაისში ქმარმა ცოლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. რა გახდა მკვლელობის მცდელობის მიზეზი უცნობია. ახალგაზრდა ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლინიკაში კომენტარს არ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.

სისხლის სამართლის საქმე 11 პრიმა 19-109 მუხლით არის აღძრული, რაც ოჯახის წევრის მიმართ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ამ ეტაპზე საფრთხის შემცველი არ არის – გარემოს ეროვნული სააგენტო
შემდეგი სტატიარუსეთის ქალაქ უსურიისკში კაშხალი დაინგრა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია