“ქუთაისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის მიერ კანონის უხეშად დარღვევაზე, რაც უთანასწორო საარჩევნო კამპანიის წარმოებას ეხება , მოვითხოვ რეაგირებას”-ანა ნაცვლიშვილი

“ლელოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი ამავე ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატის, ზაზა ლომინაძის მიერ უთანასწორო საარჩევნო კამპანიაზე საუბრობს.

როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, 10 ოქტომბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში სეზონი გაიხსნა. პრემიერაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი, ბილეთები არ გაყიდეს, რაც წინასაარჩევნო უთანასწორო კამპანიის ნაწილია.

რაც შეეხება თეატრის განცხადებას, თუ რატომ არ გაიყიდა ბილეთი, მათ ოფიციალური წერილი მისწერეს ანა ნაცვლიშვილს, სადაც განმარტავენ, რომ აღნიშნულ დღეს თეატრში ჩამოდიოდა პრეზიდენტი და ოფიციოზი”.

“ღონისძიებაზე მოწვეული იყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ზაზა ლომინაძე. მას ასევე მისცეს ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის უფლება. ეს არის არა მხოლოდ კანონის დარღვევა – ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არამედ ყველა ქუთაისელისთვის საყვარელი – მესხიშვილის თეატრის შეურაცხყოფა და კულტურის პარტიული პოლიტიკისთვის გამოყენების საბჭოთა ტრადიციის გაგრძელება. მოვითხოვ საარჩევნო ადმინისტრაციისგან, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება „ქართული ოცნების“ კანდიდატის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, რაც კანონით ისჯება.
მოვითხოვ ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან – პარტიული პოლიტიკის ასპარეზად ნუ გადააქცევენ ხალხის ფულით დაფინანსებულ ორგანიზაციებს,”-აცხადებს ნაცვლიშვილი და “ქართული ოცნების“ კანდიდატს მოუწოდებს, უარი თქვას კანონდარღვევით უთანასწორო საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის 523 ახალი შემთხვევიდან 194 – თბილისში გამოვლინდა
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: ამ რთულ და საშიშ პერიოდში ჩვენ ვხედავთ ემოციებზე და საკითხის უცოდინრობაზე გათვლილ პოლიტიკურ ბინძურ ფარსს პროფესიონალი კარტოგრაფების წინააღმდეგ