ქუთაისში პოსტერები გააკრეს, რომლებზეც ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, დავით კაკაბაძე და სხვები ქუთაისში პარლამენტის დაბრუნებას მოითხოვენ

ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, დავით კაკაბაძე, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი და მელიტონ ბალანჩივაძე ქუთაისში პარლამენტის დატოვებას მოითხოვენ, – ამ შინაარსის პოსტერები დილით ქუთაისელებს ქალაქის ქუჩებში დახვდათ.

პოსტერების ავტორი მხატვარი ლევან ვეკუაა.

როგორც მოძრაობის „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ წევრები აცხადებენ, პოსტერები ერთ-ერთი სიმბოლური ნაწილია იმ აქცია-პერფომანსის, რომელიც 12 მარტს, 13:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება.

აქციაზე მხატვრები მოქალაქეებთან ერთად თავიანთი ნამუშევრებით პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას გააპროტესტებენ.

ქუთაისში პარლამენტმა მუშაობა 2010 წლიდან დაიწყო. „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციასა და რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კი 2019 წლის დასაწყისიდან საკანონმდებლო ორგანო თბილისში გადავიდა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ქობულეთში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის და ძარცვის ფაქტები გახსნა
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას დღეს ოფიციალურად დააფუძნებს