ქუთაისში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ახალშობილი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეესამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შვილად ან შვილობილად აყვანის წესების დარღვევას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ტრადიციული ალილოს მსვლელობა მოეწყო
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: პატრიარქის ეპისტოლეში ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო