ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ირაკლი შოთაძის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

აქციის მონაწილეებმა ის გახმაურებული საქმეები გაიხსენეს, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მოხდა, თუმცა, ამ დრომდე გაუხსნელია.

პარლამენტის წინ, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები, რომლებიც აცხადებენ, რომ შოთაძეს მორალური უფლება არ აქვს ამ თანამდებობაზე ყოფნის.

„გამოუძიებელია ბარბარე რაფალიანცის, შალვა თათუხაშვილის, ეროსი კიწმარიშვილის საქმეები. პროკურატურა არის უუნარო, მთავარი პროკურორის მოადგილე კი, _ უმოქმედო. სწორედ ამიტომ, ირაკლი შოთაძეს არ აქვს უფლება, გახდეს მთავარი პროკურორი“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული “ვიკილიქსის” მორიგი მასალა- რაზე საუბრობენ სააკაშვილი და ადეიშვილი?
შემდეგი სტატია“თუკი მთავარ პროკურორად ამირჩევთ, პროკურატურა გაცილებით უფრო გამჭირვალე და დამოუკიდებელი სტრუქტურა გახდება”