ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე აივანი ჩამოინგრა

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე აივანი ჩამოინგრა.

როგორც კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, აივნის ჩამონგრევის მიზეზი შენობის ავარიული მდგომარეობა გახდა.

“მემორიალის აფეთქების შემდეგ, დასანგრევია ეს კორპუსი რადგან კედლებია დაბზარული. ცვივა თანდათან ყველაფერი. თავიდან ასაშენებელია კორპუსი, მაგრამ პატრონი არ გვყავს და ვინ მოგვხედავს, სანამ ვინმეს რამე არ დაემართება არავინ მოგვაქცევს ყურადღებას?”, – აცხადებენ დაზარალებულები.

თვითმხილველთა განცხადებით, შემთხვევის დროს ბინის მეპატრონე სახლში არ იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: ვფიქრობ, რომ ასეთი წყნარი და დაბალანსებული წინასაარჩევნო ვითარება საერთოდ არ გვქონია
შემდეგი სტატია“ვერც ერთი მოსამართლისგან ჯერ ვერ მოვისმინეთ, რა ტიპის, სად, ვის მიერ, რამდენჯერ და რა მიზნით ხორციელდება ე.წ. ზეწოლები”