ქუთაისში ოთარ კახიძის ოფისს ქვები ესროლეს და ბანერი დააზიანეს

ქუთაისში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ კახიძის, ოფისს ქვები ესროლეს და ბანერი დააზიანეს.

სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, როგორ ესვრის ახალგაზრდა კაცი ბანერს აგურს. შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

ოთარ კახიძის განცხადებით, ხელისუფლება მსგავსი ქმედებების ჩამდენ პირებს არ სჯის, რაც ნიშნავს, რომ ახალისებს მათ. ოპოზიციონერის თქმით, პოლიციას დამნაშავის იდენტიფიცირება არ უნდა გაუჭირდეს.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო – არც ერთი დირექტორი არ გაგვითავისუფლებია სამსახურიდან, პოლიტიკური ნიშნით ვინმეს გათავისუფლებას გამოვრიცხავთ
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე გია ვოლსკის:ბატონო გია თქვენ ის ვოლსკი ხომ არ ბრძანდებით ნინო ბურჯანაძეს ძლივს, რომ ელაპარაკებოდით, აზრი რომ ვერ გამოჰქონდათ და ღელავდით