ქუთაისში ორი მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ქუთაისში რკინიგზაზე მომუშავე 2 მუშას დენმა დაარტყა. ორივე მათგანი გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, გარდაცვლილები რკინიგზის თანამშრომლები არიან. მათივე ინფორმაციით, ერთმა მუშამ დამწვრობა მიიღო.

“საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლების გარდაცვალებისა და დაზიანების გამო. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. კომპანია თანამშრომლობს გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევი მიზეზები”, – წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“მაიკ პომპეოს წერილი არის იმ რეფორმების კიდევ ერთი დიდი აღიარება, რომელსაც ქვეყანა დემოკრატიზაციის კუთხით ახორციელებს”
შემდეგი სტატიაWizz Air: მზად ვართ, განვაახლოთ ფრენები რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად