ქუთაისში ოპოზიციონერ დეპუტატს მანქანა დაუმტვრიეს

ქუთაისში, წმინდა სამების ქუჩაზე პარტია “საქართველოსთვის” სიის პირველ ნომერს ავტომანქანის მინები ჩაუმსხვრიეს. ეს რომ ქურდობა არ არის, ადასტურებს ფაქტის, რომ დამნაშავეს მანქანიდან საფულე და სხვა ნივთები არ წაუღია.

ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

საკრებულოს სიის პირველი ნომერი გახარიას პარტიიდან ამბობს, რომ სახელისუფლებო პარტიის წევრები არ პატიობენ, რომ “ქართული ოცნების” რიგები დატოვა და ოპოზიციას შეუერთდა.

“ეკლესიაში მოვედი წირვაზე. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ გამოვედი და ასეთი მდგომარეობა დამხვდა, მინა ჩამტვრეული იყო. ეს ქურდობა არ იყო იმიტომ, რომ არც ჩანთა წაუღიათ და არც ტელეფონი. მე პარტია “საქართველოს” საკრებულოს წევრი ვარ და ვთვლი, რომ აქედან გამომდინარე ხდება. ჩემს ბიზნესზე კი ძალიან დიდ ჯარიმებს ველოდები”,- ამბობს დაზარალებული.

შინაგან საქმეთ სამინისტრომ გამოძიება 19. 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – დამშვიდდით მეგობრებო, საერთოდ არაფერი დასრულებულა
შემდეგი სტატიაკობა ნაყოფია – ბრძოლა იქნება ბოლომდე, “ოცნებას” ხმების მოპარვა არ შერჩება