ქუთაისში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავი გაიხსნა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, ქუთაისში მსოფლიო რეკორდსმენისა და ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

ლაშა ტალახაძემ ფორდეში ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა, ჯამში 473 კგ (ატაცში 215 კგ, აკვრაში 258 კგ) დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ოლიმპიური ჩემპიონისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორის ადმინისტრაციამ, ქუთაისის მერიამ და სხვადასხვა ორგანიზაციამ ოლიმპიურ ჩემპიონს საჩუქრები გადასცეს.

banner
წინა სტატიაშინატო-საქართველოს კომისიაზე კონკრეტული შედეგები განიხილება, რომელიც მივიღეთ ვარშავის სამიტზე
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა