ქუთაისში ნარკორეალიზატორი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში კიდევ ერთი ნარკორეალიზატორი დააკავა- ინფორმაციას უწყება ავრცელებს:
“იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1976 წელს დაბადებული ი.ჟ. ნარკორეალიზაციის ფაქტზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.ჟ. ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილით.” ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკიმი ტრამპს დაპირდა, რომ სარაკეტო გამოცდებს შეწყვეტს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : პარლამენტი ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით პრინციპულ და ძლიერ რეზოლუციას მიიღებს