15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-გასაღებისთვის ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, საიდანაც ნაწილის რეალიზაცია განახორციელა, ხოლო ნაწილი დააფასოვა და მის სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებას ცდილობდა.

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის), 260 ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის), 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის) წარედგინა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის პრესსპიკერი: ევროკავშირი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს აკვირდება
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია: “ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, რომ აღმოვჩენილიყავით რუსულ კორუმპირებულ წუმპეში