33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

ქუთაისში, ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 30 წლამდე მამაკაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილია 30 წლამდე მამაკაცი. მისი ცხედარი მაშველებმა ჩამონგრეული რკინის კონსტრუქციიდან უკვე ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა.

კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს შპს “გრადუს გრუპ მაუდი” ასრულებს. იოსელიანის ქუჩაზე რჩებიან მაშველები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშისტამბოლის მძიმე დანაშაულთა სასამართლომ, ნეთანიაჰუსა და კიდევ 34 ისრაელელი მაღალჩინოსნის მიმართ, ინტერპოლის წითელი ცირკულარის გამოცემა მოითხოვა
შემდეგი სტატიაზურა ჯაფარიძეს, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა, მანქანა დაეჯახა