23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ქუთაისში ნაცნობის დაჭრისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებოთ, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ნაცნობ მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიპენსიონერების მოტყუება და 48 000 ლარზე მეტის თაღლითურად დაუფლება- პოლიციამ ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატია“ეს დეზინფორმაციაა”- განათლების მინისტრის განმარტება სტუდენტების დაფინანსების ახალ წესზე