ქუთაისში, „მუხნარის“ ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

ქუთაისის „მუხნარის“ ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათი თქმით, დაიწვა 200 კვადრატული მეტრი გამხმარი ბუჩქები. არსებობდა ხეებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრეებმა დროულად მოახერხეს ცეცხლის ლოკალიზება. ქუთაისის „მუხნარის“ ტყეში ცეცხლი სპორტული სკოლა „მართვეს” მიმდებარე ტერიტორიიდან გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჭელიძეს 13 ადვოკატი იცავს
შემდეგი სტატიადეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლემ სალომე ზურაბიშვილის 50 ათასი ლარი გადაურიცხა