ქუთაისში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს მუშა გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიISFED: გამოიკვეთა პოლიციის მხრიდან ზეწოლა-მუქარა პოლიტიკურ აქტივისტებზე
შემდეგი სტატიაკიევში სოხმურ-ქართულ რესტორანი იხსნება სახელწოდებით-„ბე-ბე-ბე“