13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

ქუთაისში მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.

72 წლის მამაკაცს მოტოციკლი დაეჯახა, რის შემდეგაც არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მედიკოსების განცხადებით, დაშავებულს აღენიშნება თავის ღია ჭრილობა და ინტრაკრანიალური ტრავმა.

პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, ქუთაისში, “თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში” გადაიყვანა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაში“მაგას ნაცემის არაფერი არ ეტყობა”-“ხარებას” პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიაპოლონური მედია: 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა – იძებნება ბავშვის მამა