ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ქუთაისი ხანძარი პარკი

ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში ნათქვამია.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ერთ-ერთ ატრაქციონზე გაჩენილი იყო ხანძარი.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი ნახევრადღია ატრაქციონს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოახერხეს ხანძრის დროულად ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 20-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში ხანძარია – ცეცხლი 3 ჰექტარზე გავრცელდა
შემდეგი სტატიამდინარაძე: ოპოზიციას მანდატების გაუქმებას, ალბათ, არც ახლა დავუკმაყოფილებთ