ქუთაისში, მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან კაცი გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში.
ადგილობრივი ჟურნალისტი დავით ცხვარაძე ავრცელებს. მისივე ცნობით, შემთხვევა ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა – ადგილზე სასწრაფო, საპატრულო და სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.
“ათასჯერ მოვითხოვეთ გვირაბის თავზე მოაჯირის გაკეთება ყურადღება არავინ მოგვაქცია ეს უკვე მეორე შემთხვევა”,- ამბობს მიწისქვეშა გადასასვლელში დასაქმებული.















