ქუთაისში, მეცხრე სართულიდან ორი წლის ბავშვი გადმოვარდა

ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან ორი წლის ბავშვი გადმოვარდა. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მეზობლების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა რამდენიმე წუთით ოთახიდან გავიდა.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ბავშვი სხვადასხვა სართულზე გაჭიმულ თოკებს ეცემოდა, ბოლოს კი, ხის ტოტებზე დავარდა.

მცირეწლოვანი თვითმხილველებმა ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას მოტეხილობები აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს
შემდეგი სტატია2017 წლიდან ავტომფლობელები ქონების გადასახადს გადაიხდიან