ქუთაისში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლები ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდასა და საწვავის ფასების მატებას აპროტესტებენ.

,,ვაპროტესტებთ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდას. ეს ყველაფერი საბოლოდ საწვავზე ფასების მატებასა და შესაბამისად მთლიანად ქვეყანაში ყველა პროდუქტის ღირებულების ფასების გაზრდას გამოიწვევს. თუ ხელისუფლება დროულად არ მოვა გონს, აუცილებლად გავმართავთ ფართომასშტაბიან აქციებს და გავაგრძელებთ მანამდე, სანამ შედეგს არ მივაღწევთ“,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, იმ შემთხვევაში კი თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მძღოლები მასობრივი და მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

banner
წინა სტატიაშიინციდენტი ზუგდიდში-ე.წ. კასრების საქმეზე დაკავებული თემურ უბირიას ოჯახს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაზაზა ვეკუა: ბიუჯეტი არაადეკვატურია რეალურ პრობლემებთან შეფარდებით