ქუთაისში “მაგნიტის” მაღაზიათა ქსელის ფილიალი გაქურდეს

ქუთაისში დაუდგენელმა პირებმა მაღაზიათა ქსელ “მაგნიტის” ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა ასათიანის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მაღაზიის კარი ე.წ. ატმიჩკით გააღეს და სიგარეტები წაიღეს.

როგორც მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, სავარაუდოდ, არასრულწლოვანები ობიექტზე სამი წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ორი მათგანი ძარცვაში მონაწილეობდა, ერთი კი გარე პერიმეტრს აკონტროლებდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.y

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება – ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიაში გამართულ შეხვედრებში ადეიშვილის მონაწილეობის გამო
შემდეგი სტატიაCNN: რუსეთს უკრაინაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს საარტილერიო ჭურვების რაოდენობით