ქუთაისში “ლელოს” შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ქუთაისში პარტია “ლელოს” შტაბის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ თემასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას პარტია საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელებს.

“ლელოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ანა ნაცვლიშვილი დაშავებულის მდგომარეობას ამ მომენტში არკვევს. დაზარალებული პაატა კიკაბიძე ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში “ევროპული საქართველოს” ოფისის დარბევაც სცადეს. დეპუტატ, ოთარ კახიძის განცხადებით, დაზიანებულია ბანერი, კამერების ჩანაწერებში კი ჩანს როგორ ესროლეს უცნობმა პირებმა ოფისს ქვები. კახიძის თქმით, დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია.

banner
წინა სტატიაშიყველა ახალდაკავებული ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებამდე PCR ტესტირებას გაივლის
შემდეგი სტატიამალხაზ ჯალაღონია : ხელისუფლებას უნდა, კოვიდ-ინფექცია არჩევნების მოსაგებად გამოიყენოს