ქუთაისში კორონავირუსისგან 45-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 45-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა. შუა ხნის ქალბატონს ლაბორატორიულ კვლევაზე უარყოფითი პასუხი ორჯერ მოუვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტი ვირუსისგან განიკურნა. ამ დროისთვის, კლინიკაში ხუთი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ქუთაისის ინფექციურში, მე-7 დღეა კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ გვყავს უუნარო მთავრობა, რომელმაც უკეთესი მომავლის მოლოდინი ვერ გაუჩინა ხალხს” – მამუკა ხაზარაძე
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა