ქუთაისში კოკისპირული წვიმების შედეგად ქუჩები დაიტბორა+ფოტო

ქუთაისში კოკისპირული წვიმების შედეგად ქუჩები დაიტბორა+ფოტო

ქუთაისში კოკისპირული წვიმების შედეგად ქუჩები დაიტბორა. ძლიერმა წვიმამ განსაკუთრებით რთული სიტუაცია შექმნა რამდენიმე ქუჩაზე, სადაც მოძრაობა შეფერხდა. ფეხით მოსიარულეები ქუჩებზე გადასვლას ვერ ახერხებდნენ.იტბორება ქალაქის ცენტრალური უბნებიც. რამდენიმე ქუჩაზე, წყლით აივსო საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები–ამის შესახებ  “თაიმერის” კორესპოდენტი ბუბა ჩივაძემ ადგილიდან იუწყება. მისივე განცხადებით ამ დროისათვის ელექტროენერგია ქუთაისს მიეწოდება.დასავლეთ საქართველოში, უამინდობას კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში ვარაუდობენ.  ქუჩების დატბორვის ფოტომასალა “თაიმერს” ჟურნალისტმა ბუბა ჩივაძემ მიაწოდა.

kiou qut123

qutaisi3 qutaisiqutaisi1

banner
წინა სტატიაშირომელი გზით ჩაიტანს სომხეთი შეძენილ რუსულ იარაღს თავის ტერიტორიაზე…?
შემდეგი სტატიარამდენიმე საათის წინ სოხუმში ორმაგი მკვლელობა მოხდა