ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრ აცხადებენ, პაციენტის ცხედარი კლინიკასთან ახლოს ტყეში სამართალდამცველებმა იპოვეს.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 76 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაუჩინარდა. მან კლინიკა უკანა კარიდან დატოვა.

კლინიკაში აცხადებდნენ, რომ მამაკაცს კლინიკა 28 ნოემბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ღამით კლინიკიდან გაიპარა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშინანა გეგეჭკორი რემდესევირზე
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა