ქუთაისში ხუთი მოსწავლე დაშავდა

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკზე ხუთი მოსწავლე დაშავდა.

ბავშვებმა დაზიანებები ქიმიური ლაბორატორიის ცდის ჩატარების დროს მიიღეს. დაშავებული მოსწავლეები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, მოსწავლეებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში ყოფნისას სასამართლო სხდომებზე დასწრებას არ აპირებს
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან