ქუთაისში ხანძარს ერთი პირი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
















