ქუთაისში კადეტთა ლიცეუმს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა

ქუთაისში კადეტთა ლიცეუმს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. შემთხვევის შედეგად, დაზიანებულია ყაზარმული ნაწილი, სადაც სამხედროების საძინებლებია განთავსებული.

მოგლეჯილმა სახურავმა ეზოში მდგარი ორი ავტომობილი დააზიანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. 112-ში ქუთაისიდან ამ დროისთვის 50-მდე შეტყობინებაა შესული.

ძლიერმა ქარმა ქუთაისში რამდენიმე შენობა დააზიანა, ჩამოგლიჯა ბანერები და მოთხარა ხეები.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მიულოცა
შემდეგი სტატიადიმიტრი ცქიტიშვილმა სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მისი დაძლევის საკითხებზე გაეროს თემატური ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო