ქუთაისში, ინკასაციის ჯგუფს თავს ნიღბიანი პირები დაესხნენ

ქუთაისში ინკასაციის ჯგუფს, რომელთაც თანხა მაღაზიასთან მდებარე ჩასარიცხი აპარატიდან გაჰქონდა, ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. ინციდენტი საფიჩხიის უბანში, ევდოშვილის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გარკვეული რაოდენობის თანხა გაიტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიირანელი მსახიობი “ოსკარს” ტრამპის გამო არ დაესწრება
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა 221 მილიონი დოლარის გადარიცხვა გააჩერა