ქუთაისში, „ჰოსპიტალ სერვისში“ კორონავირუსით 87 წლის პაციენტი გარდაიცვალა

უთაისში „ჰოსპიტალ სერვისში“ კორონავირუსით 87 წლის პაციენტი გარდაიცვალა.

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ტარიელ კუხიანიძის იფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 3 ოქტომბერს კატასტროფის სამსახურმა ჩხობაძის კლინიკიდან შეიყვანა.

„მას ჰქონდა ფილტვების მწვავე უკმარისობა, გადავიყვანეთ ბოქსირებულ პალატაში. მივიტანეთ ეჭვი კორონაზე, ამიტომ შემხებლობაში მყოფი პერსონალი თავიდანვე იყო დაცული. თავიდანვე კრიტიკული მდგომარეობა იყო, დადასტურდა კოვიდინფექცია. გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფდა მის კოვიდცენტრში გადაყვანს, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის იყო არატრანსპორტირებადი, ვერ მოხერხდა მისი გადაყვანა და დადგა ლეტალური შედეგი. პაციენტი არის 87 წლის. მას ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება: გულის ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ხარისხი, ჰიდროპერიკარდიუმი. პაციენტი თავდაპირველად ჩხობაძის ცხელების ცენტრში იყო. მას თავიდან არ დაუდასტურდა ტემპერატურა, ამიტომ გადმოიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში“, – აცხადებს ტარიელ კუხიანიძე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით სულ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ინფიცირებულების ახლო კონტაქტები, ყოველგვარი ტესტირების გარეშე უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში, ან კარანტინში – თუ უსიმპტომოები არიან, ტესტი არ უტარდებათ და მე-12 დღის შემდეგ თავისუფალი არიან, რათა ტესტირება იყოს მიზნობრივი
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე stop covid აპლიკაციაზე – მისი ეფექტი საკმაოდ დიდია – დამატებითი ინფორმაციაა ეპიდემიოლოგებისთვის, რომ სწრაფად მოახდინოს იდენტიფიცირება კონტაქტში მყოფი ადამიანების, განსაკუთრებით დიდი გავრცელების დროს