ქუთაისში, გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ქალი ორსული იყო

ზუგდიდში A ტიპის H1N1 ვირუსის – ე.წ. ღორის გრიპის 4 შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისში, გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ქალი 38 კვირის ორსული იყო.  მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ექიმის ინფორმაციით, ორსულს კლინიკაში შემოსვლისთანავე რთული მდგომარეობა აღენიშნებოდა.

„შემოსვლისთანავე აღენიშნებოდა რთული მდგომარეობა, სუნთქვის უკმარისობა. პაციენტი იყო 38 კვირის ორსული. ის მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში. დაეწყო სათანადო მკურნალობა. ეჭვი გვქონდა გრიპზე, რის საფუძველსაც იძლეოდა მისი ანამნეზური მონაცემები. ოჯახის წევრების თქმით, იყო 2-3 დღის შემთხვევა. 24 საათის განმავლობაში განხორციელდა საკეისრო კვეთა. მდგომარეობა მკურნალობის განმავლობაში რჩებოდა უაღრესად მძიმე“-, განაცხადა ექიმმა.

საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების უკვე ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.

banner
წინა სტატიაში,,მივმართავ უმრავლესობას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებს მხარი არ დაუჭიროს და სისტემის გაწმენდა დაიწყოს”
შემდეგი სტატიაზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა დაკავებული თანამდებობა დატოვა