ქუთაისში გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ქუთაისში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა შუქნიშანზე პერფორმანსი მოაწყეს. მათ 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენები დაგმეს და მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს.

„20 ივნისს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, გიორგი გახარია თანამდებობაზე რჩება. მოვითხოვთ, შესრულდეს მოთხოვნა და თანამდებობიდან წასვლასთან ერთად დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. მას არ უნდა შერჩეს „გავრილოვის ღამის მოწყობა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი გვალიამ.

ამასთან, აქციის მონაწილეებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე მამაკაცმა გახარიას გადადგომის მოთხოვნის გამო, აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აქციის მონაწილეები ასევე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ მანდატების დატოვებას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციას რა უნდა გაეკეთებინა? გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთ? ასე არ ხდება – კახა კალაძე მომიტინგეების დარბევაზე
შემდეგი სტატია„ნუ მაბრმავებ!“ – გორში შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა