ქუთაისში გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდის დაკრძალვას ვერ ახერხებენ

ქუთაისში, ლესელიძის ქუჩაზე გარდაცვლილი 22 წლის მამაკაცის დაკრძალვას ვერ ახერხებენ. როგორც ქუჩის ერთ–ერთი მოსახლე საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მიცვალებულს არავინ ჰყავს, რის გამოც ლესელიძის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა ქალაქის მერიას გარდაცვლილი ნოდარ მამულაშვილის დასაკრძალად დახმარება სთხოვეს.

როგორც ზაზა ბანძელაძე  აცხადებს, ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა იოსებ ჩიჯავაძემ დახმარებაზე უარი თქვა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ქალაქის მერიას უპატრონო მიცვალებულების დასაკრძალად და ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის თანხა აქვს გამოყოფილი. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გადავწყვიტეთ, რომ მიცვალებული მართლმადიდებლური წესით დავკრძალოთ, მერიისგან ვითხოვთ გამოგვიყოს სასაფლაოს ადგილი, მიწა, სადაც ნოდარს დავასაფლავებთ, დანარჩენ ხარჯებს საკუთარ თავზე ვიღებთ,“–აცხადებს ბანძელაძე.

მისივე განმარტებით, ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი იოსებ ჩიჯავაძე დახმარებაზე თანხმობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აცხადებდა, თუ კი გარდაცვლილის უპატრონობის ამბავს პოლიცია დაუდასტურებდა.

“პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ზარის შემდეგ კი, რომელაც დაადასტურა, რომ პროზექტურაში გადასვენებული მამულაშვილი ნამდვილად იმ ადგილზე გარდაიცვალა, რომელიც ლესელიძის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა მიუთითეს, მაშინ ჩიჯავაძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილი მამულაშვილის დაკრძალვა მისი საქმე არ იყო,”-აცხადებს ბანძელაძე.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ბიუჯეტში არსებობს სარიტუალო დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მერია პატრონის გარეშე დარჩენილი მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯებს ანაზღაურებს. მიმდინარე წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის ფონდი 70 000 ლარს შეადგენს.

წყარო

banner
წინა სტატიაშიგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიატრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტზე გენერალი ჯეიმს მატისი წარადგინა