ქუთაისში, განჯის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ადგილობრივების თქმით, ათეული წლებია მათ ქუჩაზე გზის საფარი ამორტიზირებულია, რის გამოც წვიმის დროს, ქუჩაში გუბეები დგება და მოსახლეობისათვის ფეხით გავლა შეუძლებელი ხდება.

 

განჯის ქუჩაზე მცხოვრებელბის თქმით, ქუჩაზე ღვარსადენი სისტემაც მთლიანად მოშლილია.
“არც წინა ხელისუფლება და არც ახალი, არ ფიქრობს პრობლემის მოგვარებაზე. ბოლო ათეული წლებია, ჩვენს ქუჩაში, ასეთი მდგომარეობაა. ბავშვები ცხოვრობენ, სკოლაში დადიან და ფაქტობრივად შეულებელია ფეხის დასველების გარეშე აქ ადამიანმა გაიაროს”,- აცხადებს მურმან იობიძე.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ღვარსადენების სისტემა უახლოეს მოამავლში მოეწყობა, ამის შემდეგ კი რეგიონული განვითარების სამინისტროს შესაბამის თანხებს სთხოვენ ქუჩაზე გზის საფარის მოსაწესრიგებლად.
banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურიდია: კავკასიაში ომი დაუშვებელია
შემდეგი სტატიაბელგიაში ტერორიზმში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს