5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა

მედიკოსების ინფორმაციით, ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში ექიმს, სავარაუდოდ, კლინიკის დირექტორთან კონფლიქტი ჰქონდა, რის შემდეგად დანით თავის მოკლა სცადა.

მათივე ცნობით, ექიმი განერვიულებული იყო.

„კონფერენციის შემდეგ ჩამოვედი დაბლა, რათა პაციენტებისთვის მიმეხედა. ინდირა ექიმი ჩამოვიდა განერვიულებული. დანა ეჭირა ხელში და ვერაფრით წავართვით. ანერვიულებული იყო. ბატონი კახა ჩამოვიყვანე და „თვალით არ დამენახოსო“. სავარაუდოდ, მათ შორის შელაპარაკების საფუძველზე მოხდა ეს, შეეცადა თავის მოკვლას“, – აღნიშნავს მედიკოსი „ტვ პირველთან“.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ვაგონსარემონტო ქარხნის პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოძიებაზე – არანაირი ფულის გაფლანგვაზე არ არის საუბარი – შესაძლოა, სულ არაფერი იყოს, იყო გარკვეული დარღვევები და ამის მოკვლევა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათაზო დათუნაშვილი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის ერთადერთი რეალური შანსი, საქართველომ მოახდინოს ეკონომიკური გარღვევა და საერთაშორისო სავაჭრო ჯაჭვის ქმედითი ნაწილი გახდეს