ქუთაისში ენმ-მ და ძალა ერთობაშიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

ქუთაისში, გელათის ტაძრის ეზოში, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ძალა ერთობაშიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე წარადგინა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას მისი ხედვები გააცნო და რეგიონისსა და ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.

გრიგოლ ვაშაძის წარდგენას რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით ბერძენიშვილიც დაესწრო.

“დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ ამ სცენაზე. მესამეჯერ ვიწყებ კამპანიას ქუთაისში და სხვაგან არასოდეს დამიწყია, არც ვიწყებ და არც მომავალში დავიწყებ, თუ საერთოდ დავრჩი პოლიტიკაში, რადგან გულში მაქვს ეს ქალაქი […]

დღეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, დემოგრაფიულ კრიზისში ჩაფლულ საქართველოს ბევრი პრობლემა ახვევია თავს, მაგრამ ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც თავისი მასშტაბით და სიდიდით ხელს უშლის ჩვენს ქვეყანას, ესაა ქართული ოჯახის გამკლავება იმ კრიზისთან, რომელიც ქართული ოცნების 8-წლიანმა მმართველობამ მოახვია თავს ჩვენ ერს […]

ქართული ოცნების მიერ გამოწვეული ეკონომიკური ნგრევის პირობებში ჩვენი დემოგრაფია იმ დონეზეა მისული, რომ სულ უფრო ცოტა ბავში იბადება და თუ ასე გაგრძელდა, გაეროს პროგნოზით, 2050 წელს მილიონ ნახევარზე ნაკლები დავრჩებით, სულ უფრო ნაკლები ოჯახი იქნება, მეტია განქორწინება, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მიდის საზღვარგარეთ მონურ შრომაზე. ქუთაისში ოჯახი არაა, სადაც ერთი ან ორი მშობელი არ იყოს წასული ემიგრაციაში და ბავშვებს ბებიები და ბაბუები ზრდიან, ადარდებს ეს ქართულ ოცნებას? თავხედურად გვეუბებიან ყველა სფეროში პროგრესი გვაქო…

გაერთიანებული ოპოზიცია გამარჯვებისთანავე დაიწყებს მუშაობას აქ უპირველესად, ჩემ ქუთაისში, მრავალი ათასი სამუშაო ადგილის შესაქმნელად და იმისთვის, რომ ქართული ოცნების უმსგავსობა დასრულდეს, ქართული ოჯახი მყარად იდგეს ფეხზე და არავის ემიგრაციაში წასვლა არ ჭირდებოდეს…” – თქვა გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი: NDI-ის პრეზიდენტს – 31 ოქტომბერს არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და უსაფრთხოება კორონავირუსის გათვალისწინებით
შემდეგი სტატიამთავრობა: ვირუსი ისეთი სისწრაფით ვრცელდება, მომავალ კვირას დღეში 4000-ზე მეტ ინფიცირებულს მიაღწევს