ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 21, 2019 12:44

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება

რამდენიმე კვირაში კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი საწარმოს მშენებლობა დაიწყება საქართველოში და ეს იქნება პირველი ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული ქარხნის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა.

„ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, მსოფლიო რუკაზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ. რამდენიმე თვის წინ, როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებდა. ჩვენი თვალით რეალურ ცხოვრებაში, უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა. გვაქვს უნიკალური საინვესტიციო პირობები. იცით, რომ საქართველო მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სხვა უპირატესობები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა მოვახერხოთ და მოვახდინოთ საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე ეფექტური მეთოდებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 6 აპრილს ეკო მიმართულებით მომუშავე ინდუსტრიული ჰოლდინგის, „აიგრუპის“ (aigroup) პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 21, 2019 12:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics