ქუთაისში დაკავებული ათი პირიდან ერთ-ერთი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრია

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაკავებული ათი პირიდან ერთ-ერთი ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ქეთა გაბუნიაა.

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„დღეს, რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, პოლიციამ ჩვენი ერთ-ერთი აქტივისტი – ქეთა გაბუნია და მისი თანხმლები პირები (ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომლები) დააკავა. პოლიციელებმა განუცხადეს, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც ჩხრეკა უნდა განეხორციელებინათ.

მას შემდეგ, რაც ჩხრეკამ მათთვის სასურველი შედეგი არ გამოიღო, ქუთაისში, ტომოგრაფიის გადასაღებად გადაიყვანეს. ამ მომენტისთვის აღარ გვაქვს შესაძლებლობა დაკავებულებთან ვაწარმოოთ კომუნიკაცია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. ქეთამ შეძლო ეს ესაა დაკავშირება ჩვენთან და გვითხრა, რომ მიმდინარეობს დაკავებულების ტომოგრაფიული შემოწმების პროცედურა“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ათი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავება ნარკოტიკული ნივთიერებების გადატანის ფაქტზე მოხდა.

ათი ქართველი ახალგაზრდა ქალი გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ სოფო კილაძეს, სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელად კი მიხეილ ყაველაშვილს წარადგენს
შემდეგი სტატიაNDI: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა ღია პოლიტიკური გარემოთი