ქუთაისში დაკავებული ახალგაზრდა სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

24 წლის შოთა ქემოკლიძე რამდენიმე საათის წინ ცივი იარაღის ტარების ბრალდებით ქუთაისის პოლიციამ დააკავა. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს დაკავებულს სხეულზე დაზიანებები აქვს მიყენებული, თუმცა ბრალდებულის უფლებადამცველის თქმით ჯერჯერობით უცნობია მას თვითდაზიანებები აქვს თუ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქემოკლიძის ადვოკატი ასევე განმარტავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

როგორც ცნობილია 24 წლის შოთა ქემოკლიძე წარსულში ნასამართლებია.

banner
წინა სტატიაშიყაბარდო–ბალყარეთში “ისლამური სახელმწიფოს” მოკავშირეები აიყვანეს
შემდეგი სტატიავრცელდება ვიდეოები, რომლებშიც სავარაუდოდ სუს-ის მიერ დაკავებული დავით ბორჩაშვილი ჩანს