14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ქუთაისში დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა – დაკავებულია ორი პირი

ქუთაისში 30 აპრილს მომხდარი დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1991 წელს დაბადებული შ.რ. და 1993 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს.

ერთ-ერთმა მათგანმა ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა – 1985 წელს დაბადებულ ბ.ჟ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულს შეესწრო შ.რ.-ს თანმხლები გ.ს., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

დაჭრილი მამაკაცი მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შემდეგი სტატიადღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა