ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა,_ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
მათი ცნობით, მამაკაცი დაცვად მუშაობდა და ის სამართალდამცველებმა დასაცავ ობიექტზე დააკავეს.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება 11 პრიმა 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.

















